ჩვენს შესახებ

outmedia advertising 15სარეკლამო ინდუსტრიაში კომპანიის დამფუძნებელმა როინ ლამპარაძემ საქმიანობა დაიწყო 2011 წლის აპრილში ქ. ბათუმში. თავდაპირველად ბაზარზე გამოჩნდა კომპანია ‘ოდისია პრომოუშენი’, რომელმაც საქმიანობა დაიწყო ‘ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის’ მხარდაჭერით. დასაწყისიდანვე კომპანია ახორციელებდა ყველა ტიპის სარეკლამო მომსახურებას. 2011 წლის შემოდგომაზე გადაწყდა საქმიანობის პროფილის შეცვლა და კომპანია გადავიდა გარე რეკლამების სფეროში - კერძოდ გარე სარეკლამო საშუალებებზე: ბილბორდებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, ავტობუსებზე და შენობის ფასადებზე რეკლამების განთავსების მიმართულებით.

‘ოდისია პრომოუშენმა’ თავისი პირველი სარეკლამო ბილბორდი განათავსა 2011 წლის დეკემბერში.

2013 წლის დეკემბერში ‘ოდისია პრომოუშენმა’ შეიძინა ქ. ქუთაისში მოქმედი სარეკლამო კომპანია ‘ანატალი’ და თავისი საქმიანობა გააფართოვა ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე.

2017 წლის სექტემბერში განხორციელდა სახელწოდების ცვლილება და ამჟამად მოქმედებს როგორც სარეკლამო კომპანია ‘აუთმედია’.

‘აუთმედიას’ გააჩნია ბილბორდები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში და ფოთში, ხოლო ავტობუსებზე და მიკროავტობუსებზე რეკლამების განთავსებას ახდენს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.

კომპანიის კლიენტურას წარმოადგენენ: კაზინოები, სამშენებლო კომპანიები, ავეჯის კომპანიები, ტექნიკის კომპანიები, მიკროსაფინანსო კომპანიები, სასტუმროები,  ბანკები და ა. შ.

© 2017 შპს აუთმედია. ვებდეველოპმენტი GT-studio