სპორტული შეჯიბრებების მატჩების მსვლელობის დროს,, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო დონის მატჩების დროს, მაყურებლების ინფორმირების მიზნით გამოიყენება ელექტრო ტაბლო. ელექტრო ტაბლოს გააჩნია შემდეგი ფუნქციონალი:

  • მოთამაშეების სახელი და გვარი
  • გუნდების დასახელება
  • დროის ჩვენება
  • ქულა და გატანილი გოლის ავტორის ჩვენება
  • ტაიმების ჩვენება
  • ბურთის ფლობის ჩვენება
  • თამაშის დროის რამდენიმე სეტებად გაყოფის ჩვენება
  • დამატებითი დროის ჩვენება
  • სპონსორის სარეკლამო კლიპის ჩვენება

ელექტრო ტაბლოები გამოიყენება შემდეგი სპორტის სახეობებში: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, რაგბი, ძიუდო, ყინულის ჰოკეი, წყალბურთი და ა. შ.

ელექტრო ტაბლოებს გააჩნია შემცირებული ფუნქციონალი, სპორტული კომპლექსის საჭიროებიდან გამომდინარე მაგრამ არსებობს ელექტრო ტაბლო რომელზეც ძალიან ბევრი ინფორმაციის ჩვენება არის შესაძლებელი.

კალათბურთის შემთხვევაში ელექტრო ტაბლოები სერთიფიცირებულია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მიერ, შესაბამისად მას გააჩნია ყველა აუცილებელი ფუნქცია კალათბურთის მატჩის მსველელობის სრულად ასახვის მიზნით. ამავე ფედერაციის წესევის თანახმად ელექტრო ტაბლოები იყოფა 2 დონედ (Level 1 და Level 2) და თან ახალავს დამატებითი აქსესუარები.

სპორტის სხვა სახეობების შემთხვევაში ელექტრო ტაბლოების სერთიფიცირების მოთხოვნა ფედერაციების მხრიდან არ არსებობს, შესაბამისად შეიძლება გამოყენებული იქნეს ელექტრო ტაბლო რომელსაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს სპორტის სახეობის წესების ელექტრო ტაბლოზე ასახვის ფუნქციონალი.

ელექტრო ტაბლო გამოიყენება როგორც სკოლებში არსებულ სპორტ დარბაზებში, ასევე რეგონალური მასშტაბის შეჯიბრებების სპორტ დარბაზებში და სტადიონებზე. ასეთი ტიპის სპორტული კომპლექსებისთვის ელექტრო ტაბლოს ფასი შედარებით ბიუჯეტურია.

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად უმჯობესდება სპორტული შეჯიბრებების ქულების და მსვლელობის ტაბლოზე ჩვენების ფუნქციონალიც და ტაბლო უფრო სანახაობრივ ფუნქციას იძენს რაც მაყურებლების მხრიდან ზრდის ტაბლოს მიმართ ინტერესს და თამაშის სრული პერიოდი უფრო ხილვადი ხდება მათთვის.

გაუმჯობესებულ ელექტრო ტაბლოებს გააჩნია შემდეგი ფუნქციონალი:

  • გუნდის მოთამაშეების ფოტოების და სახელების ჩვენება
  • მსაჯების ფოტოების და სახელების ჩვენება
  • გატანილი გოლის ქულის ასახვა და გოლის ავტორის ფოტოს ჩვენება
  • ყვითელი და წითელი ბარათის ჩვენება დაჯარიმებული მოთამაშის ფოტოსთან ერთად
  • თეთრი, თეთრი და ყვითელი და მწვანე ბარათის ჩვენება (რაგბის ახალი წესები) მოთამაშის ფოტოსთან ერთად
  • მოთამაშეის მოედნიდან გაძევების შემდეგ უკან დაბრუნების დროის ათვლის ჩვენება (რაგბის წესების თანახმად)
  • მოთამაშეების შეცვლის ჩვენება
  • დაზიანებული მოთამაშის მოედნიდან გასვლის ჩვენება
  • ჯარიმის დარტყმის ანიმაციის ჩვენება
  • კუთხურის დარტმის ანიმაციის ჩვენება
  • პენალტების დარტმის ჩვენება და ქულების ასახვა
  • თამაშის სეტების და ქულების ჩვენება (ჩოგბურთის წესების თანახმად)
  • სხვადასხვა ვიდეო კამერების ჩართვა
  • ტელევიზიის პირდაპირი გადაცემის ჩვენება
  • გუნდების პრომო ვიდეოს ჩვენება
  • სპონსორების ვიდეო რგოლების ჩვენება
  • ეკრანის გაყოფა რამდენიმე ნაწილად
  • თამაშის სტატისტიკის შენახვა

კომპანია ‘აუთმედია’-მ განახორციელა ელექტრო ტაბლოს ინსტალაცია გაუმჯობესებული ფუნქციონალის რაგბის კლუბი ‘ხვამლის’ სტადიონზე.

სპორტული შეჯიბრებების გაუმჯობესებული ვერსია გამოიყენება ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის, ჩოგბურთის და ჭიდაობის მატჩების დროს.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თქვენს სპორტულ კომპლექსში განათავსოთ ელექტრო ტაბლო, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 032 272 83 14 ან 555 32 74 74