რა არის თვით-მომსახურების ტერმინალი?

თვითმომსახურების ტერმინალი არის ინტერაქტიული ტაბლეტი ან თაჩეკრანიანი კომპიუტერი რომელიც მომხმარებელს აძლევს შეძლებლობას ქონდეს წვდომა ინფორმაციასთან ან მიიღოს მომსახურება ან შეიძინოს პროდუქცია სხვა ადამიანთან ურთიერთობის გარეშე.

თვით მომსახურების ტერმინალის განთავსებით სავაჭრო სივრცეში ბიზნესის მფლობელს შეუძლია გაზარდოს ბიზნეს ტრანზაქციების სიხშირე და ეფქტიანობა, ასევე ამავე დროს შეამციროს ხარჯები.

ვიზიტორებს შეუძლიათ განახორციელონ თვითმომსახურების პროცესი დამოუკიდებლად კომპანიის თანამშრომლის დახმარების გარეშე მაშინ როცა თანამშრომელებს შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ სხვა ღირებულ და მნიშვნელოვან საქმეებზე.

როგორ მუშაობს თვით-მომსახურების ტერმინალი?

ინტერაქტიულ თვით მომსახურების ტერმინალი მოიცავს როგორც თავად კიოსკს ასევე პროგრამულ უზრუნველყოფის კომპონენტებს რომლებმაც ერთობლივად მუშაობით უნდაუზრუნველყონ კლიენტთა მომსახურება ან ინტერესის დაკმაყოფილება.

აღჭურვილობის მხრივ, ტერმინალი მოიცავს თაჩეკრანიან კომპიუტერს რომელიც დაცულია ფიზიკური ზემოქმედებისგან რათა აცილებული იქნეს დაზიანება.

აიპადები (ipads) წარმოადგენენ ყველაზე პოპულარულ გადაწყვეტილებას თვით-მომსახურების ტერმინალების გამოყენებისას მისი დაბალი ღირებულების გამო, ასევე გამოყენების სიმარტივის გამო.

სხვადასხვა ფუნქციების შესასრულებლად ტერმინალს უნდა გააჩნდეს თერმული პრინტერი და ბარათის წამკითხველი.

თვითმომსახურების ტერმინალების სარგებლიანობა

შეკვეთა და თვითმომსახურება

მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გააკეთონ შეკვეთა და გადაიხადონ შეკვეთის საფასური ტერმინალთან. ასევე ტერმინალი ბიზნესს საშუალებას აძლევს გაზარდოს გაყიდვები, მომხმარებლებს შესთავაზოს პრომუშენები, მართოს გაყიდვები და შეამციროს რიგები.

ვიზიტორების რეგისტრაცია და რიგის მართვა

კიოსკებს, რომლებიც ახორციელებენ ვიზიტორების რეგისტრაციას, შეუძლიათ შეამოწმონ ვიზიტორები, აჩვენონ ვინ უნდა იქნეს დაშვებული ვიზიტზე რიგის მიხედვით, შეატყობინონ შესაბამის თანამშრომელს ავტომატურად და მართონ მოცდის დრო.

პროდუქციის ინფორმაცია და შემოწმება

მიეცით კლიენტებს შესაძლებლობა შეიძინონ პროდუქცია რომელიც არ არის საკმარისად მარაგში მცირე სივრცის გამო. პროდუქციის კოდის სკანირებით მომხმარებლებს სწრაფად შეუძლიათ ფასის შემოწმება.

მიმართულებების და განლაგების ახსნა

დიდი შენობები და კორპორატიული ოფისები ხშირად წარმოადგენენ გადაადგილების პრობლემას ვიზიტორებისთვის. ტაბლეტის ტერმინალები შეიძლება გამოყენებული იქნეს მიმართულებების საჩვენებლად, რაც ვიზიტორებს გაუმარტივებს მოიძიონ მათთვის საჭირო ოფისი.

თვითმომსახურების ტერმინალების სარგებლიანობა

შედარებით მცირე მოცდის დროები

თვითმომსახურების სისტემები მომხმარებელს საშუალებას აძლევს მართოს პროცესი. ტერმინალები ყოველთვის მზად არიან მომხმარებელს ‘მოემსახურონ’ და არ არის საჭირო არანაირი გრაფიკი. ტერმინალები ბიზნესებს ხელს უწყობს გაზარდონ ბრუნვა დატვირთულობის დროს. მოცდის დროის შემცირება ასევე ზრდის მომხმარებელთა რაოდენობას.

უფრო მაღალი მოგება

შეკვეთების განთავსების თვითმომსახურების პროცესი ზრდის შეკვეთების რაოდენობას 15-30%-ით.

დანახარჯების შემცირება

მაშინ როცა თვითმომსახურების ტერმინალები არ ცვლიან თანამშრომლებს, მათ შეუძლიათ ოპერაციები გახადონ უფრო სწრაფი და ეფექტური, შეამცირონ დანახარჯები კლიენტებთან მუდმივი და განმეორებადი ინტერაქციით.

კონფიდენციალურობის მაღალი დონე და ინფორმაციის დაცულობა

თვითმომსახურება ტერმინალის მეშვეობით მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას იგრძნონ ანონიმურობის დაცვა და გააკეთონ მათთვის საჭირო მოთხოვნები კონფიდენციალურობის დაცვით. ასევე თვითმომსახურების ტერმინალები ამცირებენ თანამშრომლების წვდომას პირად ინფორმაციასთან.

გაზრდილი სიზუსტე და ნაკლები შეცდომები

ტერმინალები მომხამრებლებს აწვდიან ინფორმაციას მარტივად და გასაგებად, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მარტივად გაერკვეს ყველა საჭირო პროცედურაში თანმიმდევრობით.

როდესაც მომხმარებელს აკეთებს შეკვეთას თვით-მომსახურების ტერმინალის მეშვეობით, ნაკლებია შეცდომების დაშვების რისკი.

შემცირებული კონტაქტები

თვითმომსახურების ტერმინალის გამოყენებით მომხმარებლები თავად ასრულებენ ყველა ტრანზაქციას ტერმინალთან რაც ამცირებს თანამშრომლებთან კონტაქტს და ხელს უწყობს სოციალურ დისტანციას.

მომხმარებელთა გაზრდილი კმაყოფილება

თვითმომსახურების ტერმინალის გამოყენებით მომხმარებლები სწრაფად ღებულობენ მათთვის საჭირო პროდუქტს თუ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს მომხმარებელთა დროის მენეჯმენტს, რაც მომხმარებლების მხრიდან განმეორებით ვიზიტებში გადაიზრდება.

რა ღირს თვითმომსახურების ტერმინალი?

თვითმომსახურების ტერმინალი წარმოადგენს ტექნოლოგიურ პროგრესის შედეგს და მისი ფასი არ არის ძალიან მაღალი ბიზნესისთვის. 1 ერთეული ტერმინალის განთავსების საფასური შეადგენს $900-დან $1500-მდე. 

ტერმინალის გამოსაყენებლად თქვენ გჭირდებათ შესაბამისი სისტემა /პროგრამა, რომელიც ტერმინალის მართვას განახორციელებს. თუ თქვენ არ გაქვთ სისტემა, ჩვენ შემოგთავაზებთ სისტემის დამზადების მომსახურებას.

რა დრო სჭირდება თვით მომსახურების ტერმინალის განთავსებას?

მაშინ როცა თვით-მომსახურების ტერმინალის განთავსება –ინსტალაციისთვის საჭიროა რამდენიმე საათი, თვითმომსახურების ტერმინალის განთავსების დაგეგმვა და განხორციელება შეიძლება დაკავშირებული იყოს რამდენიმე თვესთან.

თვითმომსახურების ტერმინალს ესაჭიროება თუ არა რაიმე დამატებითი მოწყობილობები?

თვითმომსახურების ტერმინალს ესაჭირეობა თუ არა რაიმე სახის დამატებითი მოწყობილობები დამოკიდებულია ტერმინალის გამოყენების ფუნქციებზე და რა მიზნით იქნება ის გამოყენებული. როგორც ცნობილია, თვითმომსახურების ტერმინალის დამატებითი მოწყობილობებია:

თერმული პრინტერი

თერმული პრინტერი შეიძლება იქნეს გამოყენებული ტრანზაქციების ქვითრის, ღონისძიებების ბილეთის, ეტიკეტების, იდენტიფიკაციის ბეიჯების, ასევე კუპონების და სხვა საპრომოციო მასალების დასაბეჭდად.

პრინტერის შიდა ნაწილში განთავსება შეამცირებს პრინტერის უცაბედ გათიშვას მომხმარებლების მიერ, და გაზრდის პრინტერის სარგებლიანობის ვადას.

ბარათის წამკითხველი

თვითმომსახურების ტერმინალისთვის რომელსაც ექნება გადახდის ფუნქცია, ბარათის წამკითხველი არის აუცილებელი ელემენტი რომელიც უნდა გააჩნდეს ტერმინალს.

არის პროექტები სადაც გადახდების მიღების მიზნით ტერმინალზე განთავსებული იქნება ბანკის მიერ მოწოდებული POS ტერმინალი.

ბარკოდის სკანერი

ტერმინალში  ჩაშენებული სკანერი შეიძლება გამოყენებული იქნეს რათა პროდუქციის  უნიკალური კოდი (SKU) დაკავშირებული იყოს მონაცემთა ბაზასთან, მათ შორის, ფასის შესამოწმებლად ან პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

დამატებით, სკანერი შეიძლება იყოს გამოყენებული სპეციფიკური ინფორმაციის მისაღებად, მაგალითად, ლოიალურობის ბარათის სკანირება დაკავშირებული იქნება შეძენასთან კონკრეტული ანგარიშით.

შემდეგი ნაბიჯები

  • ჩვენი კომპეტენცია როგორც ტერმინალების შერჩევის ასევე სისტემის დამზადების კუთხით წარმოადგენს დიდ სარგებელს თვითმომსახურების ტერმინალების პროექტის განხორციელებისას.
  • ჩვენ აქ ვართ და დაგეხმარებით თვითმომსახურების ტერმინალის პროექტის საწყისი ეტაპიდან დასრულებამდე.
  • ტერმინალის დამამზადებელი ქარხნის სწორად შერჩევაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროექტის წარმატება. ჩვენ გაგვაჩნია მყარი კომპეტენცია რაც საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ისეთი ტერმინალი რომლის გამოყენების ვადა შეადგენს რამდენიმე წელს, ხარვეზების გარეშე.